ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა ხვალ რონალდუს შეხვდება და მკაცრ პოზიციას დააფიქსირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა ხვალ რონალდუს შეხვდება და მკაცრ პოზიციას დააფიქსირებს
თარიღი 03 ივლ 2022, 23:45

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ხვალ კლუბის ხელმძღვანელობასთან საკუთარ მომავალს განიხილავს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, პორტუგალიელი 4 ივლისს, სამკვირიანი შვებულების შემდეგ, წინასასეზონო შეკრებას უნდა შეუერთდეს და "ეშმაკუნების" მენეჯერები მომავალთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

კლუბს სურს გაიგოს, რამდენად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 37 წლის სუპერვარსკვლავს სამუშაო ადგილის შეცვლა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ორივე მხარემ, თუ იგი კლუბიდან წასვლას დაჟინებით მოითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები მკაცრი პოზიციის დაფიქსირებას აპირებენ.

აქამდე დაიწერა, რომ კრიშტიანუ იმ კლუბში გადასვლით არის დაინტერესებული, რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.