ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის ორი კლუბი მილინკოვიჩ-სავიჩში 55 მლნ ევროს იხდის, თუმცა ლაციო მეტს ითხოვს

პრემიერ ლიგის ორი კლუბი მილინკოვიჩ-სავიჩში 55 მლნ ევროს იხდის, თუმცა ლაციო მეტს ითხოვს
თარიღი 03 ივლ 2022, 23:51

"ლაციოს" ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ხელში ჩაგდება პრემიერ ლიგის ორმა კლუბმა სცადა.

როგორც Football Italia გაზეთ Il Messaggero-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომაელებმა "ჩელსისა" და "ნიუკასლის" 55 მილიონ ევროიანი წინადადებები იუარეს.

"ლაციო" კორონავირუსის პანდემიამდე სერბის გაყიდვას 100 მილიონად გეგმავდა, მაგრამ ახლა 70-80 მილიონს დათანხმდებიან. მიუხედავად ამისა, ასეთი შეთავაზება ჯერ არ მიუღიათ.

ცნობისთვის, 27 წლის ფეხბურთელი "არწივების" ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს, რომაულ კლუბს იგი ბელგიური "გენკიდან" 12 მილიონად შეუერთდა.

გასულ სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა ყველა ტურნირზე ერთად "ლაციოს" ღირსება 47 მატჩში დაიცვა, 11 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.