ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალმა გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: არსენალმა გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 04 Jul 2022, 11:46

"არსენალმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერი დაადასტურა.

როგორც აღინიშნება, 25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ქალაქელთა" აწ უკვე ექს-ფორვარდი "მეთოფეების" ღირსებას 9-ნომრიანი მაისურით დაიცავს და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას მალე დაიწყებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალი" ჟეზუსის სანაცვლოდ 45 მილიონ ფუნტს გადაიხდის, კონტრაქტი კი 2027 წლის ივნისის ბოლომდე იქნება გათვლილი.

2021/22 წლების სეზონში გაბრიელმა "მანჩესტერ სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასიც მიითვალა. ბრაზილიელი "ქალაქელთა" ღირსებას 2016 წლიდან იცავდა.