ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ჰოლანდიის ნაკრების მცველის ტრანსფერს ხურავს — ფაბრიციო რომანო

მანჩესტერ იუნაიტედი ჰოლანდიის ნაკრების მცველის ტრანსფერს ხურავს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 04 ივლ 2022, 12:34

როტერდამის "ფეიენოორდის" მარცხენა მცველი, ტირელ მალასია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოს არის.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდში სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი გაიარა, აღნიშნული პროცესი დღეს დასრულდება.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც აქამდე დაიწერა, "ეშმაკუნები" მალასიას სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს გადაიხდიან, საიდანაც 2 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული, თავად ფეხბურთელს კი "4+1" სქემიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ფლანგის მცველმა ყველა ტურნირზე ერთად "ფეიენოორდის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.