ავტორიზაცია

ბრძოლაში პრემიერ ლიგის გრანდებიც ჩაებნენ — დიბალამ საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა

ბრძოლაში პრემიერ ლიგის გრანდებიც ჩაებნენ — დიბალამ საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა
თარიღი 04 Jul 2022, 12:53

"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს, პაულო დიბალას წინადადებით რამდენიმე კლუბმა მიმართა.

როგორც იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, "ინტერმა", რომელიც არგენტინელით უკვე დიდი ხანია ინტერესდება, მასთან კონტრაქტის გაფორმებამდე რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს. "ნერაძურიდან" შესაძლოა ალექსის სანჩესი და ედინ ჯეკო წავიდნენ.

შექმნილ ვითარებაში დიბალასთან კონტაქტი ჰქონდათ "მილანს", "მანჩესტერ იუნაიტედს", "არსენალსა" და "ბაპოლის". 28 წლის შემტევს ყველა ეს კლუბი დაუკავშირდა.

პაულოს ახალ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება და წლიური ხელფასის სახით 6+1 მილიონი ევროს გამომუშავება სურს. "ნაპოლისთვის" ასეთი ფინანსური მოთხოვნები ძალიან მაღალია.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიბალასადმი ყურადღებას სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის "მონცაც" იჩენს, რომელიც სერია ა-ში აღზევდა.

მოგეხსენებათ, სამხრეთამერიკელ სუპერვარსკვლავს ამ ზაფხულს "იუვენტუსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.