ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ ინგლისის ნაკრების ჩამშლელი ნახევარმცველი იყიდა

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ ინგლისის ნაკრების ჩამშლელი ნახევარმცველი იყიდა
თარიღი 04 ივლ 2022, 13:36

"მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალური საიტის მეშვეობით "ლიდსის" ჩამშლელი ნახევარმცველის, კელვინ ფილიპსის ტრანსფერი დაადასტურა.

26 წლის ფეხბურთელმა "ქალაქელებთან" 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი ახალ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, "სიტი" ფილიპსის სანაცვლოდ 42 მილიონ ფუნტს (+ ბონუსები) გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერში ჩართეს 18 წლის ნახევარმცველი, დარჯო გიაბი, რომელიც კარიერას "ლიდსში" გააგრძელებს.

მანჩესტერულ კლუბში ფილიპსს გუნდიდან ამ ზაფხულს წასული ფერნანდინიოს შემცვლელად განიხილავენ. გასულ სეზონში კელვინმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.