ოფიციალურად: პარი სენ-ჟერმენმა ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა
მაურისიო პოჩეტინოს გაშვების შემდეგ, „პსჟ-მ" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.
არგენტინელ სპეციალისტს პარიზულ გუნდში ფრანგი კრისტოფ გალტიე შეცვლის, რომელმაც სეზონის ბოლოს „ნიცა" დატოვა.
გალტიემ „პსჟ-სთან" 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დღეს, მწვრთნელი მისასალმებენ პრესკონფერენციას გამართავს, თუმცა სხვა დეტალებს „პსჟ" ჯერ არ ახმაურებს.
როგორც ცნობილია, „ნიცასთან" კონტრაქტის გაწყვეტაში „პსჟ-ს" დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწია, გარდა ამისა საკმაოდ სოლიდური თანხა (15 მილიონი ევროზე მეტი) დაჯდა გუნდიდან პოჩეტინოს დროზე ადრე გაშვებაც.
გალტიე საფრანგეთში „ლილს" და „სენტ ეტიენს" წვრთნიდა, პირველში მან 2020/21-სეზონის ჩემპიონობა მოიპოვა, მეორეში კი 2012/13-წლებში თასი მოიგო.
"პარკ დე პრენსი ფრანგული ფეხბურთის სიმბოლოა", - აღნიშნა მწვრთნელმა პირველ რიგში მას შემდეგ, რაც „პსჟ-ში" დაინიშნა.