ავტორიზაცია

კომპრომისი მიღწეულია, ფეხბურთელიც თანახმაა — ბარსელონა ლანგლეს პრემიერ ლიგის კლუბში უშვებს

კომპრომისი მიღწეულია, ფეხბურთელიც თანახმაა — ბარსელონა ლანგლეს პრემიერ ლიგის კლუბში უშვებს
თარიღი 05 ივლ 2022, 17:31

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, კლემან ლანგლე ლონდონის "ტოტენჰემში" გადასვლასთან არის ახლოს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, კლუბების წარმომადგენლებმა გუშინ გარიგების დასახურად შეხვედრა გამართეს. მხარეები პირობებზე უკვე შეთანხმდნენ, ახლა კი მხოლოდ ფრანგის თანხმობაღაა საჭირო.

გარდა ამისა, ზოგიერთი დეტალია შესათანხმებელი - უფრო კონკრეტულად, "ბარსას" სურს, რომ "დეზებმა" ფეხბურთელის მთლიანი ხელფასი დაფარონ.

ლანგლეს ამ ტრანსფერში ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ ანტონიო კონტეს ესაუბრა და "ტოტენჰემის" წინადადებაზე დათანხმება გადაწყვიტა. იტალიელი სპეციალისტი მას სათამაშო დროს დაჰპირდა.

თუ არაფერი შეიცვლება, ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს საათებში გაოფიციალურდეს.

ასე და ამგვარად, ლანგლე "ტოტენჰემში" ერთწლიანი იჯარით გადავა, დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

27 წლის ფრანგი მცველი "ბარსაში" 2018 წელს "სევილიადან" გადავიდა. მასში კატალონიურმა გრანდმა დაახლოებით 35 მილიონი გადაიხადა.