ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედმა ჰოლანდიის ნაკრების მცველის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედმა ჰოლანდიის ნაკრების მცველის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 05 ივლ 2022, 18:12

"ფეიენოორდის" აწ უკვე ყოფილი მარცხენა მცველი, ტირელ მალასია კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას მანიკუნიანელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელმა "ეშმაკუნებთან" 2026 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ემიუ" ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელში 17 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც 2 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

გასულ სეზონში მალასიამ ყველა ტურნირზე ერთად "ფეიენოორდის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.