ინგლისის ნაკრებისა და პრემიერ ლიგის ფეხბურთელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, იტყობინება The Telegraph-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გუშინ დილით ჩრდილოეთ ლონდონში აიყვანეს, ბარნეტში, გასულ თვეში ახალგაზრდა ქალბატონზე სავარაუდო თავდასხმის გამო.
როგორც აღინიშნება, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი, რომლის ვინაობაც იურიდიული მიზეზების გამო ჯერ არ ხმაურდება, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და დაკითხვები მიმდინარეობს.
სკოტლენდ იარდმა ფეხბურთელის დაკავება დაადასტურა. შექმნილი ვითარების შესახებ მისი კლუბის წარმომადგენლებმაც იციან, თუმცა The Telegraph-თან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
"4 ივლისს პოლიციაში შევიდა საჩივარი 20 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე. სავარაუდო თავდასხმა 2022 წლის ივნისში განხორციელდა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება", - წერია ლონდონის პოლიციის განცხადებაში.
გამოცემა ირწმუნება, რომ საქმე მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობ ფეხბურთელს ეხება და ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა თავისი გუნდის წინასასეზონო მატჩებში მონაწილეობას. მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის სეზონი 5 აგვისტოს იწყება.