მანჩესტერ იუნაიტედის ბოსები ამ თვეში 5 ახალი ფეხბურთელის ყიდვას გეგმავენ — ცნობილია მათი ვინაობაც
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მიმდინარე თვეში ხუთი ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, წერს გამოცემა Manchester Evening News-ი.
"ეშმაკუნებმა" "ფეიენოორდის" მარცხენა მცველის, ტირელ მალასიას ტრანსფერი უკვე დახურეს, "ბარსელონას" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის ფასზე შეუთანხმდნენ და "აიაქსის" ცენტრალური მცველის, ლისანდრო მარტინესის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთეს.
მანიკუნიანელთა მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი "აიაქსის" გარემარბ ანტონისა და დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ხელში ჩაგდებითაცაა დაინტერესებული. ამ უკანასკნელს "ბრენტფორდთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.
მანიკუნიანელებმა პირველი ახალწვეული უკვე წარადგინეს, დანარჩენი ტრანსფერების გაჩარხვას კი ამ თვის მიმდინარეობისას გეგმავენ, ტაილანდსა და ავსტრალიაში გუნდის წინასასეზონო ტურნეს დასრულებამდე.
გარდა ამისა, "ემიუ" მზადაა აარონ ვან ბისაკა, ბრენდონ უილიამსი, ალექს ტელეში, ერიკ ბაილი, ფილ ჯონსი, აქსელ ტუანზებე, ანდრეას პერეირა და ანტონი მარსიალი გაყიდოს.