ავტორიზაცია

ლიდსმა ბარსელონას მორიგი შეთავაზება იუარა და უპირატესობას ჩელსის ანიჭებს

ლიდსმა ბარსელონას მორიგი შეთავაზება იუარა და უპირატესობას ჩელსის ანიჭებს
თარიღი 06 ივლ 2022, 11:59

"ბარსელონა" და "ჩელსი" "ლიდსის" გარემარბ რაფინია დიასისთვის ბრძოლას აგრძელებენ, წერს გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ჩამოდის (+10 მლნ ბონუსების სახით), თუმცა დასავლეთ იორკშირის კლუბი უარს აცხადებს.

"ლიდსი" პოზიციას არ იცვლის: ჯერჯერობით, მხოლოდ "ჩელსის" წინადადებაზეა თანახმა, რომელიც 60 მილიონს იხდის (ბონუსების გარეშე).

"ბარსა" 25 წლის ფეხბურთელის მხარესთან კავშირს ინარჩუნებს და ამტკიცებს, რომ ტრანსფერის გაჩარხვისთვის ყველაფერს გააკეთებს. თავის მხრივ, რაფინიაც კატალონიურ გრანდს ანიჭებს უპირატესობას.

გასულ სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე ერთად "ლიდსის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

რაფინიას მომენტები ჩელსის წინააღმდეგ