ავტორიზაცია

დეპაის პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

დეპაის პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 06 ივლ 2022, 12:27

"ბარსელონას" თავდამსხმელი, მემფის დეპაი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს, სადაც თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es-ი იტყობინება, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა "ტოტენჰემის" ყურადღება მიიპყრო.

ლონდონელები 28 წლის შემტევით კატალონიური გრანდის ცენტრალური მცველის, კლემან ლანგლეს იჯარაზე მიმდინარე მოლაპარაკებებისას დაინტერესდნენ.

ასე და ამგვარად, იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" რაფინია დიასსა ("ჩელსი") და რობერტ ლევანდოვსკის ("ბაიერნი") იყიდის, ხოლო უსმან დემბელე ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მაშინ დეპაის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

"ბლაუგრანა" მემფისს არანაკლებ 20 მილიონ ევროდ ნებისმიერ შემთხვევაში გაყიდის, რადგან სასურველი ფეხბურთელების დასამატებლად თანხა სჭირდება.

ცნობისთვის, დეპაის "ბარსელონასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ წელს ეწურება.

მემფისის ყველა გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით