მოლაპარაკებები დაწყებულია — დიბალა შესაძლოა პრემიერ ლიგის გრანდში ვიხილოთ

"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც Sky Italia-ს ჟურნალისტი, ანჯელო მანჯიანტე იტყობინება, 28 წლის არგენტინელის აგენტებთან პოტენციური ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედი" აწარმოებს.
მოგეხსენებათ, დიბალამ ტურინში გატარებული 7 წლის შემდეგ "ბიანკონერის" რიგები ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პაულო მილანის "ინტერში" გადასვლასთან არის ახლოს.
2021/22 წლების სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად "იუვეს" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.