ავტორიზაცია

“რატომ ვერ მოვუგეთ დინამო ბათუმს?” - კაშიას და ვაისის კომენტარები

“რატომ ვერ მოვუგეთ დინამო ბათუმს?” - კაშიას და ვაისის კომენტარები
თარიღი 07 ივლ 2022, 12:36

ჩემპიონთა ლიგის საკვლიფიკაციო ეტაპზე “დინამო ბათუმი” სტუმრად “სლოვან ბრატისლავას” დაუპირისპირდა და 0:0 ითამაშა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სლოვაკური გუნდის თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელმა გურამ კაშიამ გააკეთეს.

“როგორც მატჩის წინ ვთქვი, ბათუმს საკმაოდ ტექნიკური და კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ეს ამ თამაშშიც გამოჩნდა. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა შინ პირველი თამაში ვერ მოგვიგია და მომდევნო ეტაპზე მაინც გავსულვართ, ყველაფერს გავაკეთებთ ახლაც ასე მოხდეს” - განაცხადა ვაისმა.

“მესმის იმ გულშემატკივრების, ვინც მოგებას ელოდა და გულდაწყვეტილია. მეტოქე კაცნაკლული იყო და გოლი უნდა გაგვეტანა. აქ თავი ფიზიკურმა მომზადებამაც იჩინა და იმან, რომ ბათუმი შუა სეზონშია და სულ თამაშობს, ჩვენ კი ახლა შევიკრიბეთ” , გურამ კაშია.