ავტორიზაცია

მანჩესტერი ანტონის სანაცვლოდ 60 მლნ ევროს იხდის, აიაქსი კიდევ უფრო მეტს ითხოვს

მანჩესტერი ანტონის სანაცვლოდ 60 მლნ ევროს იხდის, აიაქსი კიდევ უფრო მეტს ითხოვს
თარიღი 08 ივლ 2022, 10:39

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ "აიაქსის" გარემარბის, ანტონის ტრანსფერზე წინადადება გააკეთა.

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი წერს, ინგლისურმა გრანდმა ამსტერდამელებს 22 წლის ბრაზილიელში 60 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ჰოლანდიური მხარე 80 მილიონს ითხოვს.

ანტონის აგენტები "აიაქსის" ბოსებზე ზეწოლას ახდენენ, რადგან ახალგაზრდა შემტევის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგება სურთ.

თავის მხრივ, ანტონისაც სურს "ეშმაკუნების" რიგებში გადასვლა, მაგრამ აცნობიერებს, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები რთული იქნება.

"აიაქსს" ბრაზილიელის შენარჩუნება კიდევ ერთი წლით უნდა. გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ალფრედ შროიდერს მისი დარჩენის იმედი აქვს.

გასულ სეზონში ანტონიმ ყველა ტურნირზე ერთად ამსტერდამელთა ღირსება 33 მატჩში დაიცვა, 12 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.

ანტონის საოცარი მოძრაობები