ავტორიზაცია

გნაბრი ბაიერნს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და შეიძლება პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

გნაბრი ბაიერნს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და შეიძლება პრემიერ ლიგაში ვიხილოთ
თარიღი: 08 ივლ 2022, 10:51

"ბაიერნის" გარემარბ სერჟ გნაბრისადმი ინტერესს სამი ინგლისური გრანდი იჩენს, იუწყება CBS Sports-ის ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის გერმანელის ხელში ჩაგდება "მანჩესტერ იუნაიტედს", "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს" სურთ.

როგორც აღინიშნება, არ დასტურდება, რომ სერჟი ლონდონური კლუბის შორტ ლისტშია, თუმცა "მეთოფეები" ამ მიმართულებით "სიტისა" და "იუნაიტედის" ქმედებებს აკვირდებიან. თუ ამ გუნდებიდან რომელიმე ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს, "არსენალი" ბრძოლაში ჩასართველად მზად იქნება.

გნაბრის "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. არსებული ცნობით, სერჟმა მიუნხენელთა წინადადება იუარა - 19 მილიონი ევრო წლიური ხელფასის სახით. კლუბი შეთავაზების გაზრდას არ აპირებს.

გასულ სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" ღირსება 45 მატჩში დაიცვა, 17 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.

გნაბრის ლამაზი მოძრაობები, გოლები და ასისტები გასული სეზონიდან