ავტორიზაცია

"რთული სიტუაციაა", - ბაიერნის პრეზიდენტი გნაბრის მომავალზე ალაპარაკდა

"რთული სიტუაციაა", - ბაიერნის პრეზიდენტი გნაბრის მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 05 ივნ 2022, 21:21

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, გერბერტ ჰაინერმა დაადასტურა, რომ გუნდის გარემარბის, სერჟ გნაბრის მომავალთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა.

მოგეხსენებათ, 26 წლის გერმანელს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

"დიდი ხანია სერჟთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა, სამწუხაროდ, შეთანხმებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია".

"მხარეების მოლოდინები განსხვავებულია, მაგრამ ვმუშაობთ", - ციტირებს "ბაიერნის" პრეზიდენტის სიტყვებს Bild am Sonntag.

2021/22 წლების სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე ერთად მიუნხენელთა მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.