ავტორიზაცია

კულიბალიმ, რომლის ხელში ჩაგდებაც არაერთ გრანდს სურს, სასურველი კლუბი შეარჩია

კულიბალიმ, რომლის ხელში ჩაგდებაც არაერთ გრანდს სურს, სასურველი კლუბი შეარჩია
თარიღი 08 Jul 2022, 11:27

"ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს, 31 წლის სენეგალელს "იუვენტუსი" მატეის დე ლიგტის შემცვლელად განიხილავს. გარდა ამისა, ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა, ფედერიკო კერუბინიმ აგენტ ფალი რამადანისთან "ფიორენტინას" უკანახაზელის, ნიკოლა მილენკოვიჩის მომავალიც განიხილა.

"იუვენტუსი" კულიბალისა და მილენკოვიჩს შორის არჩევანს იმის მიხედვით გააკეთებს, თუ რა თანხას მიიღებს დე ლიგტის სანაცვლოდ. არ არის გამორიცხული, "ბიანკონერიმ" ორივე მათგანის შეძენა სცადოს.

თავად კულიბალი "ნაპოლიდან" წასვლის შემთხვევაში "ბარსელონაში" გადასვლას ისურვებდა. კალიდუს სერია ა-ში დარჩენა აღარ უნდა, თუ ნეაპოლელთა რიგებს დატოვებს. გარდა ამისა, მისდამი ყურადღებას "ჩელსიც" იჩენს.

ამასთანავე, შეიძლება "ნაპოლიმაც" შეუშალოს კალიდუს "იუვენტუსში" ტრანსფერს ხელი. ბოლოს ნეაპოლიდან ტურინში ფეხბურთელი 2016 წლის ზაფხულში გადავიდა - მაშინ გონსალო იგუაინმა შეავსო "ბებერი ქალბატონის" რიგები.

ამჟამინდელი ვითარება "იუვესთვის" ხელსაყრელი არ არის, მაგრამ კულიბალისთან და მილენკოვიჩთან მოლაპარაკებების გაგრძელებას მაინც აპირებს, რათა დე ლიგტის წასვლისთვის მზად იყოს.

კულიბალის გამარჯვების გოლი იუვენტუსის კარში