ბარსელონამ ლანგლე პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გაუშვა — ფაბრიციო რომანო

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, კლემან ლანგლე "ტოტენჰემში" გადავიდა, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელებმა 27 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დაიმატეს, შემდგომი გამოსყიდვის უფლების გარეშე.
როგორც აღინიშნება, ლანგლეს ხელფასს ნაწილ-ნაწილ ორივე კლუბი გადაუხდის.
კლემანს ამ ტრანსფერში ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ ანტონიო კონტეს ესაუბრა და "ტოტენჰემის" წინადადებაზე დათანხმება გადაწყვიტა. იტალიელი სპეციალისტი მას სათამაშო დროს დაჰპირდა.
ფრანგი მცველი "ბარსაში" 2018 წელს "სევილიადან" გადავიდა. მასში კატალონიურმა გრანდმა დაახლოებით 35 მილიონი გადაიხადა.
ლანგლეს მომენტები ტოტენჰემის წინააღმდეგ