"საფეხბურთო მონსტრები არიან", - პსჟ-ს ახალწვეულს რონალდუსა და მესის შორის არჩევანის გაკეთება სთხოვეს
"პარი სენ ჟერმენისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ვიტინიამ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
მოგეხსენებათ, 22 წლის ფეხბურთელი პარიზელებმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პორტუდან" 41,5 მილიონ ევროდ იყიდეს.
– დანილუსა და ნუნუ მენდეშის მსგავსად, იმ მოთამაშეთა სიაში იქნები, რომლებიც მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშობენ. უკვე იცი, რა კითხვასაც დაგისვამ: ვის ანიჭებ უპირატესობას?
"თქვენ კი, ალბათ, ჩემი პასუხი უკვე იცით: მათი შედარება შეუძლებელია, საფეხბურთო მონსტრები არიან. ორივე მათგანთან თამაში დიდი პატივია", - ციტირებს ახალგაზრდა პორტუგალიელის სიტყვებს RMC Sport-ი.
ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში ვიტინიამ "პორტუს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც გააკეთა.
ვიტინიას გამორჩეული მომენტები გასული სეზონიდან