ავტორიზაცია

VIDEO: "ახალი ერა იწყება", - რა ნომრით იასპარეზებს პედრი ბარსელონაში?

თარიღი 08 Jul 2022, 12:19

"ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველი, პედრი მომავალი სეზონიდან კატალონიური გრანდის ღირსებას 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

მოგეხსენებათ, 19 წლის ესპანელი აქამდე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 16 ნომერი იყო, ხოლო რვიანი მარჯვენა მცველ დანი ალვეშს ეკუთვნოდა, რომელმაც ამ ზაფხულს კლუბი დატოვა.

"ახალი ერა იწყება", - წერს "ბლაუგრანას" პრესსამსახური და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონაში" 8-ნომრიანი მაისურით ისეთ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც ანდრეს ინიესტა, ხრისტო სტოიჩკოვი, გილიერმო ამორი, ფილიპ კოკუ, ალბერტ სელადესი, არტურ მელო, მირალემ პიანიჩი და სხვები არიან.