ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის კლუბების ექს-მწვრთნელი: "ვფიქრობ, ტენ ჰაგი რონალდუს წასვლის წინააღმდეგი არ არის"

პრემიერ ლიგის კლუბების ექს-მწვრთნელი: "ვფიქრობ, ტენ ჰაგი რონალდუს წასვლის წინააღმდეგი არ არის"
თარიღი 08 ივლ 2022, 12:35

ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი, ნილ უორნოკი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა შესაძლოა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს დაეხმაროს.

"მიუხედავად იმისა, რომ ტენ ჰაგი ამას საჯაროდ არ იტყვის, ვფიქრობ, კლუბიდან რონალდუს წასვლის წინააღმდეგი დიდად არ არის".

"დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ "ემიუმ" ტენ ჰაგს იმ მოთამაშეებით უნდა დაუჭიროს მხარი, რომლებიც მას სჭირდება, თავისი გუნდი უნდა ააშენოს, გასახდელში სულისკვეთება და ერთიანობა დააბრუნოს", - წერს პრემიერ ლიგის კლუბების ექს-მწვრთნელი სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "ეშმაკუნების" რიგების დატოვება უნდა და კლუბის ხელმძღვანელობას გაშვება უკვე სთხოვა.

რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა და 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

2021/22 წლების სეზონში კრიშტიანუმ მანიკუნიანელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.

რონალდუს ბრწყინვალე გოლი ბარსელონას კარში: