ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ლისანდროს თაობაზე შეთავაზება გაზარდა, თუმცა სერიოზული კონკურენტი ჰყავს

მანჩესტერ იუნაიტედმა ლისანდროს თაობაზე შეთავაზება გაზარდა, თუმცა სერიოზული კონკურენტი ჰყავს
თარიღი 08 ივლ 2022, 15:31

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ "აიაქსის" მცველის, ლისანდრო მარტინესის თაობაზე შეთავაზება გაზარდა.

როგორც De Telegraaf-ის ჟურნალისტი, მაიკ ფერვეი წერს, ჰოლანდიურმა კლუბმა "ეშმაკუნებისგან" 24 წლის უკანახაზელის თაობაზე გაუმჯობესებული წინადადება მიიღო - 50 მილიონი ევრო ბონუსების ჩათვლით.

მას შემდეგ, რაც "აიაქსმა" პირველი შეთავაზება იუარა, მანიკუნიანელები მარტინესისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.

ლისანდრო "ემიუს" მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მთავარი სამიზნეა. თავად ფეხბურთელსაც სურს ჰოლანდიელ სპეციალისტთან მუშაობა, თუმცა "არსენალში" გადასვლის ვარიანტზე უარს მაინც არ ამბობს. ლონდონური კლუბიც იბრძვის მისთვის, წერს გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

აქამდე "იუნაიტედი" არგენტინელში 41+4 მილიონს ჩამოდიოდა, "აიაქსი" კი 50 მილიონს ითხოვდა.

გასულ სეზონში მარტინესმა, რომელსაც დაცვის ხაზის ცენტრში, მარცხენა ფლანგზე და ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში, ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.