ავტორიზაცია

ოფიციალურად: აიაქსმა ტოტენჰემის თავდამსხმელი იყიდა

ოფიციალურად: აიაქსმა ტოტენჰემის თავდამსხმელი იყიდა
თარიღი 08 ივლ 2022, 16:17

ამსტერდამის "აიაქსმა" ლონდონის "ტოტენჰემის" გარემარბის, სტივენ ბერგვაინის ტრანსფერი დაადასტურა.

როგორც იწერება, ჰოლანდიურმა კლუბმა 31,25 მილიონი ევრო გადაიხადა, თავად 24 წლის ფეხბურთელს კი 2027 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან 2011 წლამდე სტივენი "აიაქსის" აკადემიაში ირიცხებოდა, შემდეგ კი "პსვ"-ს მიაშურა, სადაც 2020 წლამდე იასპარეზა.

ბერგვაინი "ტოტენჰემის" ფეხბურთელი 2020 წლის ზამთარში 30 მილიონის სანაცვლოდ გახდა.

გასულ სეზონში ჰოლანდიელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "დეზების" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.