"იმისთვის, რომ ბარსა გაუმჯობესდეს, ასეთი ფეხბურთელები არ უნდა გაყიდოს", - რონალდ კუმანი

რონალდ კუმანი „ბარსელონას“ ფრენკი დეი ონგის გაყიდვას არ ურჩევს.
ბოლო დროს აქტიურად იწერება, რომ ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს.
„ფრენკის ბევრს ვესაუბრები და სიტუაციის კურსში ვარ. მას „ბარსელონაში“ სურს დარჩენა, ეს არის მისი სურვილი. მეტი არაფერი არ ვიცი.
ბევრი ჭორი იწერება, მაგრამ მგონია, რომ „ბარსა“ გუნდში ყოველთვის საუკეთესოებს უნდა ტოვებდეს და საუკეთესოებს ყიდულობდეს.
იმისთვის, რომ გაუმჯობესდნენ, არ შეიძლება ისეთი ფეხბურთელების გაყიდვა, როგორიც დე იონგია.“ - აღნიშნა „ბარსას“ ექს-მწვრთნელმა.