ავტორიზაცია

ლევანდოვსკისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ტოპ კლუბი ჩაერთო

ლევანდოვსკისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ტოპ კლუბი ჩაერთო
თარიღი 09 Jul 2022, 10:59

"პარი სენ ჟერმენს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შეძენა უნდა.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, პარიზელებს შეტევის ხაზის გაძლიერება სურთ და 33 წლის პოლონელი მათი მთავარი სამიზნეა.

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა ლევანდოვსკისა და კილიან მბაპეს წყვილის ხილვაზე ოცნებობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულ კლუბს რობერტის ხელში ჩაგდების შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ უნდა.

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ, რომელმაც აქამდე განაცხადა, რომ "ბაიერნიდან" წასვლა უნდა, ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა.