ავტორიზაცია

ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება — პსჟ-ს სასურველი ცენტრფორვარდის ფასი შეუთვალეს

ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება — პსჟ-ს სასურველი ცენტრფორვარდის ფასი შეუთვალეს
თარიღი 09 ივლ 2022, 15:31

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა "სასუოლოს" თავდამსხმელის, ჯანლუკა სკამაკას ხელში ჩაგდებას ცდილობს.

პარიზელთა ტექნიკური დირექტორი, ანტერო ენრიკე მილანში იტალიური კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ჯოვანი კარნევალისა და ფეხბურთელის აგენტ ალესანდრო ლუჩის შეხვდა.

როგორც Sky Sport Italia წერს, "პსჟ"-მ 35 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით იყო გათვალისწინებული, თუმცა უარი მიიღო და 50 მილიონი მოსთხოვეს.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის ცენტრფორვარდი "სასუოლოს" ღირსებას 2017 წლიდან იცავს და მისი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში სკამაკამ ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 16-ჯერ აიღო.

სკამაკას ყველა გოლი 2021/22 წლების სეზონში