ავტორიზაცია

დე იონგის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, მანჩესტერ იუნაიტედი სხვა ფეხბურთელზე გადაერთო — ESPN

დე იონგის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, მანჩესტერ იუნაიტედი სხვა ფეხბურთელზე გადაერთო — ESPN
თარიღი 09 Jul 2022, 15:52

"ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იტყობინება, "ეშმაკუნები" აქტიურად ცდილობენ "აიაქსის" მცველის, ლისანდრო მარტინესის ტრანსფერის შეთანხმებას, რადგან ჰოლანდიელის თაობაზე გარიგების ჩაშლის შანსები იზრდება.

"იუნაიტედმა" ამსტერდამულ კლუბს აცნობა, რომ მზადაა არგენტინელში, რომელსაც დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც, 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. 24 წლის ფეხბურთელით ლონდონის "არსენალიც" ინტერესდება, ამიტომაც ჰოლანდიურ კლუბს რაც შეიძლება დიდი ფულის მიღების იმედი აქვს.

"აიაქსთან" მოლაპარაკებები დე იონგის ტრანსფერთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, მანიკუნიანელები ფრენკის შეძენაზეც აგრძელებენ მუშაობას, მიუხედავად "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას განცხადებისა, რომელმაც თქვა, რომ კატალონიურ გრანდს 25 წლის ნახევარმცველის გაყიდვა არ უნდა. სწორედ ამიტომ "ემიუში" ოპტიმისტურად აღარ არიან განწყობილნი.

"იუნაიტედმა" "ბარსასთან" დაახლოებით 65 მილიონ ევროზე (ბონუსების გარეშე) მიაღწია კომპრომისს, მაგრამ მხარეებს ჯერ კიდევ ბევრი დეტალი აქვთ მოსაგვარებელი.

ბონუსებიც შესათანხმებელია. გარდა ამისა, "ბარსელონას" დე იონგის ვალი აქვს, რაც დამატებით დაბრკოლებას ქმნის.

წყაროების თანახმად, ახლა "მანჩესტერ იუნაიტედში" ფიქრობენ, რომ ლისანდროს ტრანსფერის გაჩარხვა უფრო გაუადვილდებათ.

დე იონგის ბრწყინვალე გოლი "ნაპოლის" კარში