ავტორიზაცია

გადაწყვეტილია — დათანხმდება თუ არა მანჩესტერი რონალდუს გაშვებას დიბალას დამატების შემთხვევაში?

გადაწყვეტილია — დათანხმდება თუ არა მანჩესტერი რონალდუს გაშვებას დიბალას დამატების შემთხვევაში?
თარიღი 09 ივლ 2022, 17:02

"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, პაულო დიბალა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, ინგლისურ გრანდს 28 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის გადაბირება შესთავაზეს.

"ინტერი" "ჩელსიდან" რომელუ ლუკაკუს იჯარით დამატების შემდეგ დიბალასადმი დიდ ინტერესს აღარ იჩენს. ახლა პაულოს წარმომადგენლებს სურთ, რომ მათმა კლიენტმა ინგლისური კლუბის ყურადღება მიიპყროს და მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედიცაა".

მიუხედავად ამისა, როგორც მანიკუნიანელთა რიგებში აცხადებენ, დიბალას შესაძლო ტრანსფერი კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებით კლუბის პოზიციას არ შეცვლის. პორტუგალიელს ამ ზაფხულს არ გაყიდიან.

პაულომ, რომელიც "იუვენტუსში" 2015 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში 15 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.

რონალდუს გადაცემა და დიბალას ულამაზესი გოლი