ავტორიზაცია

რაფინიამ ბარსელონას ულტიმატუმი წაუყენა და ტრანსფერის დასახურად 48 საათი მისცა

რაფინიამ ბარსელონას ულტიმატუმი წაუყენა და ტრანსფერის დასახურად 48 საათი მისცა
თარიღი 09 ივლ 2022, 19:36

"ბარსელონამ" "ლიდსის" გარემარბ რაფინია დიასის ტრანსფერის თაობაზე "ჩელსის" შეთავაზება გაიმეორა.

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი წერს, კატალონიელებმა ინგლისურ კლუბს ბრაზილიელის სანაცვლოდ იმდენი შესთავაზეს, რამდენიც "არისტოკრატებმა".

ასე და ამგვარად, "ბარსა" 25 წლის ფეხბურთელში 60 მილიონ ფუნტს იხდის, ბონუსების ჩათვლით. გასულ კვირაში "ჩელსი" "ლიდსს" სწორედ ამ თანხაზე შეუთანხმდა.

აღსანიშნავია, რომ რაფინიამ "ბლაუგრანასთან" პირადი კონტრაქტის პირობებზე კომპრომისს ჯერ კიდევ მაისში მიაღწია.

არსებული ცნობით, "ბარსელონა" მზადაა "ლიდსს" 60 მილიონი რამდენიმე წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადაუხადოს.

ახლა მხარეებს შორის მოლაპარაკებები უფრო სწრაფად მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.

რაფინიამ და მისმა აგენტმა, დეკომ კლუბებს 48 საათი მისცეს ტრანსფერის დასახურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი "ჩელსისთან" პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

გასულ სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

რაფინიას მომენტები ჩელსის წინააღმდეგ