ახალი დეტალები — რონალდუს საქციელმა მანჩესტერ იუნაიტედის ყველა წევრი შოკში ჩააგდო
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელმა კლუბში ყველა შოკში ჩააგდო.
როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი წერს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა წასვლის სურვილი კლუბისთვის ყველაზე შეუფერებელ მომენტში გამოთქვა.
ეს შაბათს საღამოს მოხდა, ორშაბათს კი "ემიუმ" წინასასეზონო მზადება დაიწყო. იმ დღეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა დანარჩენ ფეხბურთელებს აუხსნა, რომ 37 წლის ფორვარდი ვარჯიშზე ოჯახური პრობლემების გამო ვერ მივიდა.
ტენ ჰაგი, დანარჩენების მსგავსად, შექმნილმა ვითარებამ დააბნია. გარდა ამისა, "ეშმაკუნების" ახალმა დამრიგებელმა რონალდუს სურვილის შესახებ არა პირდაპირ ფეხბურთელისგან, არამედ სხვა ადამიანისგან შეიტყო. მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელ სპეციალისტს სჯეროდა, რომ ვარჯიშების დაწყებამდე კრიშტიანუ მანჩესტერში დროულად ჩავიდოდა.
ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში "ემიუს" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
კრიშტიანუ რონალდუს ბრწყინვალე გოლი ბარსელონას კარში: