ბრძოლაში პსჟ-ც ჩაერთო, თუმცა თავად ლევანდოვსკი უპირატესობას ორ სხვა კლუბს ანიჭებს
"ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენური გრანდის რიგებში დარჩენა არ უნდა.
მოგეხსენებათ, პოლონელი სუპერვარსკვლავის გადაბირების მთავარი ფავორიტი "ბარსელონაა".
როგორც ცნობილი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, თუ "ბაიერნსა" და კატალონიელებს შორის გარიგება ვერ შედგება, 33 წლის ფორვარდის ხელში ჩაგდებას "პსჟ" ეცდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლევანდოვსკის შეძენით "ჩელსიცაა" დაინტერესებული.
აღინიშნება, რომ თავად ფეხბურთელს კატალონიაში ან ლონდონში გადასვლა ურჩევნია.
გასულ სეზონში რობერტმა, რომელმაც "რეკორდმაისტერიდან" წასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა, თანაც საჯაროდ, ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა.
5 გოლი 9 წუთში — ლეგენდარული ლევანდოვსკის შოუ