ჟირუ: "იმდენად მინდოდა ჩელსიდან წასვლა, რომ ტოტენჰემში გადასვლაზე თანახმა ვიყავი"
"ჩელსის" ყოფილმა, ამჟამად კი "მილანის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ ლონდონური კლუბიდან წასვლა გაიხსენა.
მოგეხსენებათ, ფრანგმა "არისტოკრატთა" რიგები 2021 წელს დატოვა და "როსონერის" შეუერთდა.
"იმ პერიოდში "ჩელსიში" რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მესამე თავდამსხმელი ვიყავი, ამიტომაც ფრენკ ლამპარდთან გამოსავლის პოვნას ვცდილობდი. ასეთ სიტუაციაში დარჩენა არ შემეძლო. წასვლა მინდოდა, მაგრამ ლამპარდმა მითხრა, რომ სათადარიგო ფორვარდი სჭირდებოდა".
"მეტი შანსის მოცემას დამპირდა და ეს გააკეთა, როგორც მახსოვს, სეზონის ბოლო 10 მატჩში 8 გოლი გავიტანე. იმ დროს იტალიური კლუბები ძალიან დაინტერესებულები იყვნენ".
"იმდენად სასოწარკვეთილს მინდოდა წასვლა, ლამპარდს ისიც კი ვუთხარი, რომ "ტოტენჰემში" გადავიდოდი, რადგან ვიცოდი, ჟოზე მოურინიოს ჩემი დამატება სურდა. ახლა ვფიქრობ, ეს რთული იქნებოდა, რადგან "არსენალში" მითამაშია".
"ბედს ჩემი აქ, "როსონერის" მაისურში ყოფნა უნდოდა", - ციტირებს ჟირუს სიტყვებს Goal.com-ი.
ჟირუს შთამბეჭდავი "მორიელი დარტყმა" — გოლი, რომელიც 2017 წელს საუკეთესოდ დაასახელეს