მიზეზები, რომელთა გამოც დე იონგი მანჩესტერში გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, ჰოლანდიელის პრიორიტეტი კატალონიურ გრანდში დარჩენაა.
25 წლის ფეხბურთელისთვის "ემიუ" არაერთი მიზეზის გამოა არამიმზიდველი ვარიანტი. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრა და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ წარმოქმნილი უამრავი პრობლემა, მანჩესტერის ცუდი ამინდი, ბარსელონაში მისი მეგობარი გოგონასადმი კარგი მოპყრობა.
გარდა ამისა, დე იონგი ამჟამინდელი ხელფასით კმაყოფილია და დარწმუნებულია, შეუძლია ისეთი თამაშის ჩვენება, როგორსაც "ბარსელონას" დამრიგებელი, ხავი ითხოვს.
მიუხედავად ამისა, ფრენკის არ მოსწონს ის, რომ "ბლაუგრანასა" და "ემიუს" შორის მოლაპარაკებები ფაქტიურად მის ზურგს უკან მიმდინარეობდა და ზოგადად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელებით უკმაყოფილოა, რომლებიც მზად არიან იგი გაყიდონ.
გავრცელებული ინფორმაციით, დე იონგს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას ლონდონის "ჩელსიში" გადაბარგება ურჩევნია.
დე იონგის ბრწყინვალე გოლი "ნაპოლის" კარში