ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგის სასურველ ფეხბურთელებში 110 მლნ ევროს იხდის, აიაქსი უფრო მეტს ითხოვს

მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგის სასურველ ფეხბურთელებში 110 მლნ ევროს იხდის, აიაქსი უფრო მეტს ითხოვს
თარიღი 10 ივლ 2022, 19:45

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი კლუბის ხელმძღვანელობისგან "აიაქსის" ორი ფეხბურთელის შეძენას ითხოვს.

მანიკუნიანელებმა ამსტერდამელებს მცველ ლისანდრო მარტინესში 50 მილიონი ევრო შესთავაზეს, ხოლო გარემარბ ანტონის სანაცვლოდ 60 მილიონი. ჰოლანდიური კლუბი უარზეა, რადგან 125 მილიონის მიღება სურს.

ამავდროულად, "აიაქსს" 24 წლის არგენტინელისა და 22 წლის ბრაზილიელის გაშვება იქამდე არ უნდა, სანამ მათ შემცვლელებს არ იპოვის.

თავის მხრივ, ტენ ჰაგი "ეშმაკუნების" ბოსებზე შეთავაზების გაზრდის მიზნით ზეწოლას ახდენს.

მოგეხსენებათ, 52 წლის სპეციალისტი ორივე მოთამაშეს კარგად იცნობს. ლისანდროსთან და ანტონისთან ერთად იგი სწორედ "აიაქსში" მუშაობდა, საიდანაც ამ ზაფხულს წავიდა და "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბარა.

ანტონის საოცარი მოძრაობები