ავტორიზაცია

"პრეზიდენტმა სერიოზული შეთავაზება გაუკეთა", - ნაპოლის დირექტორი კულიბალის მომავალზე ალაპარაკდა

"პრეზიდენტმა სერიოზული შეთავაზება გაუკეთა", - ნაპოლის დირექტორი კულიბალის მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 10 Jul 2022, 19:55

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯინტოლიმ გუნდის ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის მომავალზე განცხადება გააკეთა.

"კულიბალის თაობაზე არანაირი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია. არ უარვყოფ, რომ კალიდუ ჩვენთვის ძვირფასი ფეხბურთელია, რომელმაც ცხრა წლის განმავლობაში კლუბის ღირსება კარგად დაიცვა. მას ყოველდღე ვესაუბრებით".

"დრო ითხოვა. ვარიანტებს განიხილავს".

"პრეზიდენტმა ნამდვილად სერიოზული შეთავაზება გაუკეთა. 5-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 6 მილიონი ევრო ხელფასის სახით, ამ თანხაში ბონუსები არ შედის. გადასახადების გადახდამდე ხარჯი 60 მილიონს აღწევს".

"გარდა ამისა, კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის სტრუქტურაში თანამდებობის დაკავებაც შევთავაზეთ. გამორჩეული ადამიანია, როგორც მოედანზე, ისევე მის ფარგლებს გარეთ, ამიტომაც იმსახურებს ასეთ გულუხვ წინადადებას", - ციტირებს ჯინტოლის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

კულიბალის გამარჯვების გოლი იუვენტუსის კარში