ავტორიზაცია

ბარსელონა მზადაა ბაიერნის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ახალი წინადადებით მიმართავს

ბარსელონა მზადაა ბაიერნის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ახალი წინადადებით მიმართავს
თარიღი 10 ივლ 2022, 20:19

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ბაიერნს" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე ახალი წინადადებით მიმართავს.

როგორც აქამდე დაიწერა, მიუნხენელებმა 45 მილიონ ევროიანი შეთავაზება იუარეს, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით იყო გათვალისწინებული. "რეკორდმაისტერი" მხოლოდ 50-მილიონიან წინადადებას განიხილავს.

Sport1-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ბოსები "ბაიერნის" მოთხოვნის დაკმაყოფილებას და 50 მილიონის შეთავაზებას აპირებენ.

მიუხედავად ამისა, მინიმუმ ერთი დაბრკოლება მაინც რჩება: გერმანიის მოქმედი ჩემპიონები ბაზარზე ჯერ ვერ ხედავენ იმ ფეხბურთელს, რომელსაც ლევანდოვსკის ჩანაცვლება შეუძლია.

თავად 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მუშაობაზე უარს არ იტყვის და "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს არ გაამწვავებს.

5 გოლი 9 წუთში — ლეგენდარული ლევანდოვსკის შოუ