"ლუკაკუ ელიტური თავდამსხმელი არ არის, გადამწყვეტ მატჩებში ფლავდება", - დი კანიო
"ლაციოს", "იუვენტუსის", "ნაპოლისა" და "მილანის" ექს-თავდამსხმელმა, პაოლო დი კანიომ ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა.
მოგეხსენებათ, 29 წლის ბელგიელი ამ ზაფხულს "ჩელსიდან" "ინტერში" ერთწლიანი იჯარით გადავიდა.
"დაე, რომელუმ ბევრი გოლი გაიტანოს, ყველა მატჩში არ იჩენს გულმოდგინებას. ეს ფაქტია, პრემიერ ლიგაში შვიდი წელიწადი ვადევნებდით ამას თვალყურს".
"ჩემი პოზიცია მარტივია. შესანიშნავი ფეხბურთელია. ზოგი მას ჩემპიონს უწოდებს. ჩემთვის ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ არა ელიტური თავდამსხმელი".
"ინტერში" დაბრუნდა, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს. ამ გუნდთან ერთად ტიტული უკვე მოიგო. შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, თუმცა ლუკაკუ გადამწყვეტ მატჩებში ფლავდება. ეს მოსაზრება არ არის, ფაქტია".
"30 წლის არის, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს შეცვლის შანსი", - განუცხადა დი კანიომ Sky Sport Italia-ს.
ლუკაკუს ყველა გოლი გასულ სეზონში