"კულიბალი ხელშეუხებელი ფეხბურთელია და არ იყიდება", - ნაპოლის სპორტული დირექტორი
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ გუნდის ცენტრალური მცველი, კალიდუ კულიბალი არ იყიდება.
"არ გვჭირდება კულიბალისთვის იმის თქმა, რომ მას "იუვენტუსში" არ გავუშვებთ".
"ჩვენთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია, არ იყიდება", - ციტირებს ნეაპოლელთა ფუნქციონერის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
ცნობისთვის, 31 წლის სენეგალელს "ნაპოლისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
გასულ სეზონში კულიბალიმ ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.