მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა რონალდუს მომავალთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გუნდს მალე შეუერთდება.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, 37 წლის პორტუგალიელი "ეშმაკუნებს" წინასასეზონო ტურნეში არ მიჰყვება, კლუბმა მას ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად დრო მისცა.
"ემიუ" რონალდუს დაბრუნებას წინასასეზონო მზადების მიმდინარეობისას ელოდება - ან ტაილანდისა და ავსტრალიის ტურნეში ან შემდეგ.
მანიკუნიანელებს პოზიცია არ შეუცვლიათ - კრიშტიანუ არ იყიდება და კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს ბოლომდე ამოწურავს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ აცხადებს, რომ რონალდუ გუნდის განკარგულებაში ოჯახური მიზეზების გამო არ ცხადდება - კლუბი საქმის კურსშია და შექმნილ ვითარებას გაგებით ეკიდება.