თუ დე ლიგტი არა, მაშინ უპამეკანო — ჩელსი ცენტრალური მცველის დამატებაზე აქტიურად მუშაობს
"ბაიერნის" უკანახაზელი, დაიო უპამეკანო მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "ჩელსიში" გადავიდეს.
ლონდონური კლუბი ახალი სეზონის დაწყების წინ მინიმუმ ორი ახალი ცენტრალური მცველის შეძენას აპირებს. "არისტოკრატები" უპამეკანოთი, მატეის დე ლიგტითა ("იუვენტუსი") და ჟიულ კუნდეთი ("სევილია") ინტერესდებიან.
"ჩელსის" მფლობელმა, ტოდ ბოელიმ დე ლიგტის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართა, მაგრამ კლუბში იციან, რომ "ბაიერნის" სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავთ.
მატეისის მიუნხენში გადასვლამ შესაძლოა უპამეკანოს "რეკორდმაისტერიდან" წასვლას შეუწყოს ხელი. "ჩელსი" სიტუაციის განვითარებას აკვირდება.
დე ლიგტის კიდევ ერთი ალტერნატივა კუნდეა. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო ლონდონურ გრანდში გადაბარგებასთან ახლოს.