ჰოლანდმა დაასახელა კლუბი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად სურს
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა დაასახელა გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად სურს.
– რომელ გუნდთან თამაშს ელოდებით მოუთმენლად?
"ამის თქმა არ მიყვარს... მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი", დიახ", - განუცხადა 21 წლის ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა "ქალაქელთა" გულშემატკივრებს.
შეგახსენებთ, "ეშმაკუნები" ჰოლანდის ხელში ჩაგდებით ინტერესდებოდნენ, როცა გუნდს მისი თანამემამულე ოლე-გუნარ სოლსკიაერი წვრთნიდა.
ერლინგი "მანჩესტერ სიტიში" ამ ზაფხულს "დორტმუნდიდან 60 მილიონ ევროდ გადავიდა და 2027 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.