პოლ პოგბამ იუვენტუსში სათამაშო ნომერი შეარჩია
ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა, პოლ პოგბამ "ბებერი ქალბატონის" რიგებში სათამაშო ნომერი შეარჩია.
ფრანგი ნახევარმცველი, რომელიც იტალიურ გრანდში დღეს ოფიციალურად დაბრუნდა, 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ "ბიანკონერიმ" პოგბას 10-ნომრიანი მაისურები გაყიდვაში უკვე ჩაუშვა.
მოგეხსენებათ, პოლი "იუვენტუსის" ღირსებას 2015/16 წლებშიც ამ ნომრით იცავდა, იქამდე კი მის ზურგს ექვსიანი ამშვენებდა.
ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში "იუვეს" ათიანი არგენტინელი თავდამსხმელი, პაულო დიბალა გახლდათ, რომელმაც კლუბი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.