ავტორიზაცია

გადაწყვეტილი ამბავია — შედგება თუ არა ამ ზაფხულს კეინის ტრანსფერი ბაიერნში?

გადაწყვეტილი ამბავია — შედგება თუ არა ამ ზაფხულს კეინის ტრანსფერი ბაიერნში?
თარიღი 11 ივლ 2022, 15:20

დიდი ალბათობით, "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბაიერნში" არ გადავა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მიუნხენური გრანდი 28 წლის ინგლისელს ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს.

თუმცა, გავლენიანი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს არანაირი მოლაპარაკებები არ გაუმართავთ.

უფრო მეტიც, "დეზების" პრეზიდენტს, დენიელ ლევის კლუბის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან კეინის ამ ზაფხულს გაყიდვის ვარიანტი არც კი განუხილია.

პირიქით, "ტოტენჰემი" უახლოეს პერიოდში გუნდის ლიდერს ახალი კონტრაქტის თაობაზე დაუკავშირდება. კეინის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პრემიერ ლიგის 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლი გაიტანა.