ტენ ჰაგი: "რონალდუ მანჩესტერის გეგმებში შედის და არ იყიდება, მორჩა და გათავდა"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ "ეშმაკუნების" რიგებს არ დატოვებს.
"ჩვენთან პირადი პრობლემების გამო არ არის. ამ სეზონში რონალდუ გვჭირდება - მორჩა და გათავდა. სულმოუთქმელად ველოდები მასთან ერთად მუშაობის დაწყებას".
– რონალდუს წასვლა უნდა?
"ჩემთვის ეს არ უთქვამს. ამის შესახებ წავიკითხე, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, კრიშტიანუ არ იყიდება. ჩვენს გეგმებში შედის, გვინდა ერთად მივაღწიოთ წარმატებას".
"ამ პრობლემების წარმოშობამდე ერთმანეთს ვესაუბრებოდით. ჩვენს შორის ძალიან კარგი დიალოგი შედგა", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Manchester Evening News-ი.
შეგახსენებთ, 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ემიუს" ტაილანდისა და ავსტრალიის ტურნეში არ გაჰყვა. როგორც აქამდე დაიწერა, კლუბში ელიან, რომ რონალდუ წინასასეზონო მზადების მიმდინარეობისას დაბრუნდება.