ფეხბურთელი, რომლის მოშორებაც ბარსელონას რაც შეიძლება სწრაფად სურს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველ მირალემ პიანიჩთან განშორებას გეგმავს.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი წერს, კატალონიელებს ბოსნიელის მოშორება რაც შეიძლება სწრაფად სურთ.
არ არის გამორიცხული, რომ 32 წლის ფეხბურთელი გუნდს აშშ-ში წინასასეზონო ტურნეში არ გაჰყვეს, სადაც "ბარსა" 16 ივლისს მიემგზავრება.
გასული სეზონი პიანიჩმა იჯარის წესით "ბეშიქთაშში" გაატარა. სტამბულელთა ღირსება მან ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, მირალემს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.