"მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას", - პოგბას პირველი განცხადება იუვენტუსში გადასვლის შემდეგ
"იუვენტუსის" ახალწვეულმა, პოლ პოგბამ ტურინში დაბრუნების შემდეგ "ბებერი ქალბატონის" გულშემატკივრებს მიმართა.
"გამარჯობა, "ბიანკონერი"!, - ციტირებს 29 წლის სუპერვარსკვლავის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.
"როგორც ხედავთ, დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას, მსურს თქვენთან კვლავ მოვიგო ტიტულები. მალე მოედანზე ვიქნებით - თქვენთან ერთად", - დასძინა ფრანგმა.
მოგეხსენებათ, პოგბა ტურინულ გრანდში 2012 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც 100 მილიონ ევროდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ პოლს "იუვენტუსთან" ერთად იტალიის ჩემპიონატი 4-ჯერ, ქვეყნის თასი 2-ჯერ, ხოლო იტალიის სუპერთასი 3-ჯერ აქვს მოგებული.