მიუხედავად არაერთი მსურველისა, დიბალა კვლავ უგუნდოდაა — რა ხდება არგენტინელის გარშემო?
ტურინის "იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის, პაულო დიბალას მომავალი კვლავ გაურკვეველია.
როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, "ინტერი" არგენტინელის დამატებას ჯერ ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში 6 მილიონ ევროიან ხელფასზე შეუთანხმდა.
"ჩელსიდან" იჯარის წესით რომელუ ლუკაკუს დამატების შემდეგ, ლუკაკუ "ნერაძურიში" მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ ალექსის სანჩესი, ედინ ჯეკო ან ხოაკინ კორეა წავა. ბოლო ორ მათგანს წასვლა არ უნდა.
დიბალამ შექმნილი სიტუაციის შესახებ იცის - აცნობეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხვა კლუბისგან კარგ წინადადებას მიიღებს, შეუძლია დათანხმდეს. თუმცა, ამ დროისთვის, მხოლოდ "ინტერის" შეთავაზება უდევს მაგიდაზე.
დიბალათი დაინტერესებული ყველა დანარჩენი იტალიური კლუბი არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვებით შემოიფარგლა. ისინი "ნერაძურის" წინადადების გამეორებისთვის მზად არ არიან.
მაქსიმალური ხელფასი, რომლის შეთავაზებაც პაულოსთვის "მილანს" შეუძლია, 4,45 მილიონი ევროა. გარდა ამისა, მისდამი ყურადღებას "რომა", "ნაპოლი", "ატლეტიკო" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენენ.