[EXCLUSIVE] სოლიდური პრემია, დიდი ციფრებით - რამდენს მიიღებს დინამო ბათუმი ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში?
![[EXCLUSIVE] სოლიდური პრემია, დიდი ციფრებით - რამდენს მიიღებს დინამო ბათუმი ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში?](http://storage.goal.ge/uploads/posts/fetbsH6kFcHeqvdQQY4EtciIQ6GY8xLp.jpg)
13 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" საკუთარ მოედანზე "სლოვან ბრატისლავას" დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება სლოვაკეთში შედგა და ფრედ 0:0 დასრულდა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, თუ ბათუმელები ამ მნიშვნელოვან ეტაპს წარმატებით გადალახავენ, სოლიდურ პრემიას მიიღებენ.
კლუბის პრეზიდენტისა და აზიელი სპონსორების ინიციატივით, თუ "დინამო ბათუმი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გადალახავს, მილიონი ლარია გამოყოფილი.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი